დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი

24 აპრილი 2017, 00:00 3566 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ  შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა.

ფილმები, რომლებიც ამერიკული პროგრამის ფარგლებში მომზადდა, ურბანული დაგეგმარების პრობლემებს ეხებოდა.
არქიტექტურით მონათხრობი ამბავი და ქალაქის ხმა - დოკუმენტური ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

რა გამოწვევები და პრობლემებია ამ მიმართულებით - მონაწილეებმა სახელმწიფო პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში ბათუმის მაგალითზე განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მოდერატორი არქიტექტორი ირაკლი ჟვანია იყო. სპეციალისტმა ნიუ-იორკის მერიაში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ამერიკულ პრაქტიკაზე, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებასა და საზოგადეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი