საია - მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება 

27 იანვარი 2025, 10:19 177 ნახვა

“ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას  ავრცელებს. 

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ორგანიზაცია მიმართავს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს წინაშე, ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს უფლებამოსილება.  

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია  და ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში