შეხვედრა პარასპორტსმენებთან, მწვრთნელებსა და პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან. სპორტის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრი პარაათლეტების საჭიროებებსაც გაეცნო.
2024 წელი ქართული პარასპორტისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. პარიზის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ - ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.