გაფიცული სტუდენტები ბათუმში

25 იანვარი 2025, 12:03 197 ნახვა

გაფიცვის მეთერთმეტე  დღე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა ღამე კვლავ  სასწავლებლის ფოიეში გაათენეს. ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტის, დეკანისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით  80-მდე სტუდენტია გაფიცული.
ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.  ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გიორგი დავითაძის, დავით გვიანიძის, ანრი კაკაბაძის,გურამ მიქელაძისა და დეკან მამუკა ჯორბენაძის სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული, ისინი  ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში