შტორმი ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში

25 იანვარი 2025, 11:59 154 ნახვა

ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს  შტორმი „იოვინსი“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარემ საათში 160 კმ-ს მიაღწია. დაიღუპა 1 ადამიანი, რომლის ავტომობილსაც ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. სტიქიის შედეგად გაერთიანებული სამეფოს მილიონამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ასევე გამოცხადდა განგაშის წითელი დონე. სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 1 800-მდე მოსახლე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, უახლოესი ათი დღის განმავლობაში ვერ აღუდგინონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში