ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას დაელოდება.
„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან რაც მთავარია, არის სრული მზაობა, იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.