ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე, დღეს 12 პირის მიმართ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 16 დეკემბერს აქციის მცირერიცხოვანმა მონაწილეებმა, დაახლოებით 25 ადამიანმა ქუჩის სავალი ნაწილი დაიკავა, რისი აუცილებლობაც არ იყო. აღნიშნული სამართალდარღვევის გამო პოლიცია ითხოვს 12 პირის მიმართ ადმინისტრაციულ მსჯავრს.
სასამართლო განხილვების დროს დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ პოლიციას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღმკვეთი ღონისძიების სახე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამდენიმედღიან პატიმრობას ან 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით არის აღძრული.