ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება, ასევე პატიმრობაში რჩება ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე.
ნიკუშა კაციას და გიორგი ახობაძის საქმის არსებითად განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაიწყო. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.