უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა ომის ცხელი ეტაპის დასრულებაზე.