პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება 

22 იანვარი 2025, 11:09 164 ნახვა

სამი პოლიციელის დაჭრის საქმეზე   დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.  ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს ჰქონდა  თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები.  

იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ბრალდებულს ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვებს,   ექსპერტიზის პასუხებამდე ბრალდებული საპატიმროში დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.   

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი