ისრაელის პრემიერ მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, არ დაიწყება ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 8:30-ზე უნდა ამოქმედებულიყო. თავის მხრივ, „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიის მიწოდება ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხერხდა. დაჯგუფება ადასტურებს თავის ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიმართ.