მიტოვებული მშენებლობა

23 აპრილი 2017, 00:00 2236 ნახვა

მაზნიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ დაუსრულებელ ობიექტში შესახლდნენ, რადგან ქირის გადახდის შესაძლებლობა აღარ აქვთ, კომოპნია კი მათი თქმით, აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. ისინი  თვიმმართველობას კორპუსში შუქისა და საკანალიზაზიო სისტემის მოწესრიგებას სთხოვენ.

ობიექტის მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ კი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.  მრავალსართულიან სახლს საბინაო ამხანაგობა „სახლი პიაცაზე“ აშენებს, თუმცა  მშენებლობა ორი წელია შეჩერებულია. კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ისინი მზად არიან სამშნებლო სამუშაოების გასაგრძელებლად, თუმცა აქ კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი