თორნიკე რიჟვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

18 იანვარი 2025, 21:08 109 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულ, ფუად აზიზოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფუად აზიზოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა  კიდევ უფრო, გაღრმავდება.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში