გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან

18 იანვარი 2025, 15:13 126 ნახვა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან - თორნიკე რიჟვაძემ კონსულს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებს. მთავრობის თავმჯდომარემ ფუად აზიზოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში