ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მისმა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 72 საათის განმავლობაში მის დასაშვებობასთან დაკავშირებით ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
საიას იურისტის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უარგუმენტო იყო და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირაოთი უნდა შეიცვალოს.