კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი დასრულდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი 40-მა გუნდმა გაგზავნა, საიდანაც 10 საუკეთესო შეარჩიეს.
მონაწილე გუნდებმა 2 დღის განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, საკუთარი პროექტების დახვეწაზე იმუშავეს, რის შემდეგაც, ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულებს 5 000, 3 000 და 1 000 ლარი გადასცა. ჰაკათონის ძირითადი თემები: დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება იყო.