პროტესტის 48-ე დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსახიობები შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეaტრის მიმართულებით.
მარშის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრთან ისმოდა შეძახილები: “არა ტირანიას”, “გაუმარჯოს ქართულ თეატრს”. ამასთან, მოსახლეობას ქართული თეატრის დღეც მიულოცეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა მორიგი საპროტესტო აქცია - საქართველო-ამერიკის მეგობრობის მარში დააანონსეს, რომელიც 20 იანვარს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა.