ევროკავშირი გმობს ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, უკანონო ქმედებებში მონაწილეებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ - ანიტა ჰიპერი

14 იანვარი 2025, 09:30 118 ნახვა

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, უკანონო ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. უკანონო ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ“, – წერს ანიტა ჰიპერი X-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში