ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ამ წუთებში სამი დაკავებულის, კერძოდ - მათე ცენტერაძის, გოდერძო ფრანგიშვილის და თემურ ქათამაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
დღეს ჯამში რვა დაკავებულის საქმის განხილვა უნდა დასრულდეს, ერთ-ერთი აქტივისტის, კერძოდ თათია აბულაძის პროცესი უკვე დასრულდა და მოსამართლე ირმა ტოგონიძემ დაკავებული 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესის დაწყებამდე დარბაზში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, აქციის მონაწილეები სხდომათა დარბაზში მყოფ პოლიციელებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.