2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 იანვარი 2025, 11:15 61 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 8.1 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 308.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში