პროტესტის 43-ე დღე

10 იანვარი 2025, 10:05 97 ნახვა

პროტესტის 43-ე ღამე სანთლებით, სიტყვით გამოსვლების და მოწოდების გარეშე. ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ შეიკრიბნენ. მათ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრეს. 

აქციის მონაწილეებმა მდუმარე პროტესტით კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნამდე და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში