შალვა პაპუაშვილი - რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება

06 იანვარი 2025, 19:02 217 ნახვა

შალვა პაპუაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

"რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება.

მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე.

იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით, იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან." -  შალვა პაპუაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში