ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ კაუმა სოციალურ ქსელში წერს.
„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - აცხადებს პია კაუმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.