უმძიმესმა ტკივილმა მთელ საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს - დავით ვერავა ოკუპირებულ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე

05 იანვარი 2025, 20:37 271 ნახვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ეხმაურება ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახელმწიფო რწმუნებული გარდაცვლილი ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მძიმეა ის ტრაგედია რაც ოკუპირებულ საბერიოში დატრიალდა, ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ხანძარს ემსხვერპლა. უმძიმესმა ტკივილმა მთელ საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს!

 

ეს ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, საბერიოში კი ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ. მიმძიმს ამ ანგელოზებზე წარსულში საუბარი. ღმერთო, ოჯახს გამძლეობა მიეცი!“, - წერს დავით ვერავა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში