ათასი კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, თუმცა ათასი კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას - პრემიერი

29 დეკემბერი 2024, 12:50 192 ნახვა

ათასი კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ათასი კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

„ათასი კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა, ათასი კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში