მოზარდებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ისევ მაღალია

27 დეკემბერი 2024, 14:41 134 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონიტორინგის თანახმად, ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.  კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ მოზარდებში თამბაქოს მოხმარება მცირედით შემცირებულია, თუმცა ნიშნული კვლავ მაღალი რჩება. „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, პრობლემა კანონმდებლობის აღსრულებასა და სწორი კამპანიის წარმოებაშია. გიორგი მაღრაძის თქმით,  ელექტროსიგარეტი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა და სამწუხაროა, რომ მოზარდებისთვის მისი მიყიდვა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში