ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

27 დეკემბერი 2024, 10:46 291 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. 

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ვახტანგ გომელაურთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, თვითმფრინავმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქთაუსთან ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში