მოხდება თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის ლიბერალიზაცია?

21 აპრილი 2017, 00:00 3022 ნახვა

მოხდება თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის ლიბერალიზაცია, პარლამენტში დღეს ამ თემაზე იმსჯელებენ. დეპუტატები პირველი მოსმენით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ცვლილებას განიხილავენ.

საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის ლიბერალიზაციაზე და არა დეკრიმინალიზაციაზე. კანონპროექტით იცვლება განმარტებები რას გულისხმობს მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, ასევე მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.

პროექტით მცენარე კანაფის დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად  140 გრამი იქნება,  ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით განისაზღვრება. 

მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად 140 გრამი იქნება. 

აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, თუ პროექტი დამტკიცდა დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  დათესვისთვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა.

შეძენა-შენახვა- მოხმარებისათვის ადმინსიტრაციული ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე დაიწევს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი