ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე

22 დეკემბერი 2024, 14:48 113 ნახვა

ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია იძულებულია, ისაუბროს ტყუილებით საზოგადოების წინაშე.

„სხვა არაფერი აქვთ დარჩენილი, შესაბამისად, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე. მათ ყოველთვის ახასიათებდათ ასეთი საუბარი, შესაბამისად, ახალი, ბუნებრივია, არაფერია“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში