შეფასებები ეუთო/ოდირის დასკვნაზე

22 დეკემბერი 2024, 12:22 99 ნახვა

ეუთო-ოდირის მიერ მომზადებულ ანგარიშზე შეფასებები არ წყდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნა რომელიც ეუთო ოდირმა გამოაქვეყნა ყველანაირ სპეკულაციებს იმის შესახებ რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, წერტილს უსვამს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი აცხადებენ რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. მათი განცხადებით ყველა ელემენტსა და კომპონენტში, სერიოზული დარღვევებია, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, თუ არჩევნების შემდგომ პერიოდს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში