„ქართული ოცნების“ შეფასებები ეუთო/ოდირის დასკვნაზე

21 დეკემბერი 2024, 17:52 138 ნახვა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის მიერ მომზადებულ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნა რომელიც ეუთო ოდირმა გამოაქვეყნა ყველანაირ სპეკულაციებს იმის შესახებ რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, წერტილს უსვამს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს.
ქართული ოცნების ლიდერებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს რომ სახელისუფლებო გუნდი შეისწავლის გაცემულ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო-ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში