იპოთეკით დაზარალებულები პრეზიდენტს ელოდებიან

20 აპრილი 2017, 00:00 3760 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან იპოთეკით დაზარალებულები ელოდებიან. ამბობენ, რომ პრეზიდენტს ერთი წლის წინ დადებული პირობა უნდა შეახსენონ.

"ერთი წლის წინ შევხდით  პრეზიდენტს, ვუთხარით ჩვენი გაჭირვების შესახებ, რომ გვასახლებდნენ ერთადერთ საცხოვრებელი სახლიდან. მარგველაშვილი დაგვპირდა, რომ შესაბამის ორგანოებთან ამ ინფორმაციას გაცვლიდა და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარებოდა, რომ იაფ სესხზე წვდომა გვქონოდა და შეჩერებულიყო ჩვენი გამოსახლება, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ მას შევახსენებთ, რომ ისევ ვარსებობთ" - განაცხადა ლალი ზაქარეიშვილმა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი