ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და ობიექტური.