გამგებელი აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა

20 აპრილი 2017, 00:00 3560 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში ჰესის შესასვლელთან 9 სოფლის მაცხოვრებლების აქციაზე ხელვაჩაურის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე მივიდა. გამგებელი აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა და უთხრა, რომ კომპენსაციების გაცემის გრაფიკი 1 მაისამდე შედგება. „ჩვენ გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება კომპანიასთან, რომ პირველ მაისამდე შემუშავდება კომპენსაციის გადახდის გრაფიკი“, - განაცხადა ნადიმ ვარშანიძემ.

მოსახლეობა კომპანია ''აჭარ ენერჯი 2007'', რომელიც  ამ ტერიტორიაზე ჰესს აშენებს, 7 თვის წინ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპენსაციის გაცემას სთხოვს.  აქცია ხელვაჩაურში დღეს გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი