კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის - გიორგი კალანდარიშვილი

14 დეკემბერი 2024, 14:14 257 ნახვა

ორი საათი შესრულდა, შესაბამისად, კენჭისყრის პროცესი დასრულებულია, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

„აქ იმყოფებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში, სადაც განხორციელდება ხმების დათვლა, შედეგების დადგენა და შემაჯამებელი ოქმის შედგენა, რის შემდგომაც გაგაცნობთ შესაბამის შედეგებს.

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის და ასევე, სპეციალური ჯგუფის შემადგენლობას გაწეული სამუშაოსთვის“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში