პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური.
აქციის მონაწილეები, ასევე, პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას აკრიტიკებენ.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.