ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან აქცია-მსვლელობით პროგრამისტები პროტესტს გამოხატავენ. აიტი სპეციალისტები ქუჩაში მეორე დღეა აქცია - პერფომანსს აწყობენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყნის ისტორიული კურსის შეცვლა დაუშვებელია. აცხსდებენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და დანებებას არ აპირებენ.
დღესვე თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი, მათ შორის სტუდენტები შეიკრიბებიან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, ეიჩარ სპეციალისტები რესპუბლიკის მოედანზე, მუსიკის სფეროს წარმომადგენლები კი კონსერვატორიიდან კულტურის სამინისტრომდე მსვლელობას გამართავენ, ისინი მეორე დღეა ბათუმში დაკავებული ხელოვნების უნივერისტეტის და კონსერვატორიის სტუდენტის ანრი კაკაბაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
გარდა ამისა, დაგეგმილია ადვოკატების და იურისტების აქცია უზენაეს სასამართლოსთან და ფსიქოლოგების მარში რესპუბლიკის მოედანზე.