საპროტესტო აქცია ბათუმში

13 დეკემბერი 2024, 09:50 218 ნახვა

პარალელურად აქცია გაიმართა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. წვიმის მიუხედეავად მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციას საჯარო სექტორის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაა. კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა დაკავებულებს, მათ შორის ბათუმელ სტუდენტებსა და ლექტორს.

მოითხოვეს პროტესტის მონაწილე დაკავებულების გათავისუფლება.  სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში  დაშავებულ მომიტინგეებსაც. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში