აღკვეთის ღონისძიება

12 დეკემბერი 2024, 20:36 246 ნახვა

ბექა მინდორაშვილს, რომელიც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორი აცხადებდა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი კრა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.
დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში