7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“ - დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას, პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ - ცოტნე ანანიძე

09 დეკემბერი 2024, 14:04 300 ნახვა

7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“ - დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას- პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.

„7 ნოემბრის, არა დაშლის, არამედ მშვიდობიანი, მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“. დღეს, პრემიერი გამოდის, გმობს ძალადობას და აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომ ყველაფერს იღონებს ხელისუფლება, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ! - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ "იმედის კვირაში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში