კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში

19 აპრილი 2017, 00:00 2899 ნახვა

„აქციე იდეა რეალობად“ -  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონკურსს აცხადებს. ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი იდეები 3-წუთიან  ვიდეოკლიპებად აქციონ. გამარჯვებული სამი იდეის გადაღების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე,  არხის სამივე პლატფორმაზე მათ განთავსებას, თავად მაუწყებელი უზრუნველყოფს. კონკურსი  1 მაისამდე  გაგრძელდება. გამარჯვებული სცენარის ავტორები კი 3 მაისს გამოვლინდებიან.  დეტალურ ინფორმაციას ajaratv.ge-ზე გაეცნობით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი