საპროტესტო აქცია ბათუმში

06 დეკემბერი 2024, 12:01 302 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა დილიდან ბათუმში, აქციის მონაწილეები ამჯერად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ დაფა, რომელზეც თბილისში მიმდინარე აქციაზე დაშავებულების ფოტოები იყო გამოკრული.

აქციის ეს მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებისგან ძალადობის დაგმობას და საკუთარი პოზიციის დაფაზე დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები,რომლებიც მომიტინგეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სამინისტროდან არავინ გამოსულა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში