ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

04 დეკემბერი 2024, 22:03 167 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები უკვე მე-7 დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან იკრიბებიან. ისინი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით, 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მომიტინგეები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილნი, სადაც ასევე მდებარეობს საკონსტიტუციო სასამართლო.

ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში