რამდენიმე პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

04 დეკემბერი 2024, 16:45 272 ნახვა

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ორგანიზაციის ოფისში პოლიცია შევიდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველების შესვლის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველები შევიდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ასევე „დროას“ და პარტია „ახალის“ ოფისში

ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა დაწერა, რომ მასთანაც პოლიცია მივიდა.

ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში