ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე - დებატები

03 დეკემბერი 2024, 21:52 242 ნახვა

"საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობაზე თანხმობა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, მიხეილ ჯანელიძემ კი ფეისბუქპოსტი დაწერა. „ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა“, – დაწერა მიხეილ ჯანელიძემ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს 4 დეკემბერს, 22:00 საათზე". - აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში