ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფიცულ სტუდენტთა ნაწილი რექტორს ხვდება

03 დეკემბერი 2024, 14:44 930 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფიცულ სტუდენტთა ნაწილი ამ წუთებში სასწავლებლის რექტორს ხვდება. სტუდენტები ამ მოთხოვნით დილიდან შეიკრიბნენ. ისინი საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელისგან პოზიციის დაფიქსირებასა და სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ.  

ამ წუთებში რექტორის პასუხების მოსასმენად სამი სტუდენტია შესული, თუმცა მანამდე გაფიცულ სტუდენტებს შენობაში არ უშვებდნენ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის შეჩერება აუცილებელია, რომ მათ შეუფერხებლად შეძლონ საპროტესტო აქციებში ჩაბმა, ასევე უნდათ იცოდნენ დგას თუ არა რექტორი სტუდენტების გვერდით.  

 
სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში