სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

02 დეკემბერი 2024, 22:05 344 ნახვა

სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.

მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი.

აქციის დაშლის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.  მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას, ესვრიან სხვადასხვა ნივთებს.

ამ დროისთვის წყლის ჭავლის მანქანა დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დაიშალონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში