სასამართლოს გადაწყვეტილებას საია გაასაჩივრებს

02 დეკემბერი 2024, 14:05 140 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ  გადაწყვეტილებას    აქციაზე დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, დაკავებულების წინააღდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა, მიუხედავად ამისა მოსამართლემ აქტივისტები სამართალდამრღვევ პირებად ცნო და  მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ 9 დაკავებულიდან  რამდენიმე  5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს  7 დღიანი,  კიდევ ერთს   კი  2000 ლარით დააჯარიმა. ისინი სამართალდამცავებმა აჭარის მთავრობის წინ გამართულ აქციაზე  29  დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში