პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაკა ბოჭორიშვილი არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს.
მტავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.