საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტის ინტერვიუ სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგება

01 დეკემბერი 2024, 22:59 274 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტის ინტერვიუ სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგება.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში, - ამის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მივიდეს და ინტერვიუ მისცეს არხს, სადაც მისი თქმით წლებია დაბლოკილია. 

საპასუხოდ, საქართველოს პირველ არხში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი", - აღნიშნულია "პირველი არხის" განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში